აერთიანებს საქართველოში მოქმედ, არა სისტემურ ელექტრონულ (Land-based) სამორინეებს.
სამორინე ბიზნესი წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს-სექტორის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.
ინდუსტრია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე და მასთან დაკავშირებულ სფეროებზე, მათ შორის სასტუმროებზე, რესტორნებზე, შოპინგზე, საერთაშორისო ტრანსპორტსა და სხვა მომსახურების სფეროებზე.
სამორინეები განიხილება როგორც ეკონომიკური აქტივობისა და ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა.
ისინი ძირითადად ლოკალიზებულია ტურისტულ და გართობის ზონებში, რაც ხელს უწყობს კონკრეტული რეგიონების განვითარებას.
სამორინეების საქმიანობა უწყობს ხელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ადგილობრივი ბიზნესისთვის.